სოსო ცისკარიშვილი: ,,ნაციონალების“ ისტერიკა პასუხისმგებლობის შიშითაა გამოწვეული
ესქპერტი სოსო ცისკარიშვილი ქუთაისში მომხდარ ინციტენტსა და ,,რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის დაკავების ფაქტებს აფასებს.
როგორც მან ,,ივერიონთან“ საუბრისას განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს სწორი პოზიცია ჰქონდათ, როდესაც დაგმეს ქუთაისის ინცინდენტი.
ცისკარიშვილი, ,,ნაციონალების“ მიერ ნიკა გვარამიას დაკავების თავისუფალ მედიაზე ზეწოლად გასაღების მცდეოლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ უმცირესობის ისტერიკა დანაშაულებებზე პასუხისმეგბლობის შიშით არის გამოწვეული და ის დასავლეთის ,,ფაქიზ ყურთასმენაზეა“ გათვლილი.
-რაიმე ტიპის პროტესტის გამოხატვა არავისთვის მოულოდნელი არ უნდა იყოს. თუმცა, ასევე დასაგმობია ნებისმიერი სახის ძალმომრეობა და ის ცივილიზებულ სახელმწიფოს არ ეკადრება. მტყუან-მართალის გარჩევა შეიძლება გართულდეს იმ შემთხვევაში, თუ ვითარებაში მონაწილე თითოეული სუბიექტი ვერ შეძლებს საკუთარი თავი საწინააღმდეგო მხარეს წარმოიდგინოს. ვგულისხმობ, რომ როდესაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ქუთაისში ჩაბრძანდება და ქალაქის ცენტრში საკუთარი პარტიის შტაბს ეწვევა, ის უნდა აცნობიერებდეს, რომ ქუთაისის მოსახლეობა არ გახლავთ ქართველი ხალხის ცალკე აღებული, განსხვავებული ნაწილი. ისინი მშვენივრად აცნობიერებენ არსებულ რეალობას და ქართველი ხალხის საერთო აზრს გამოხატავენ.
-მაგრამ პრეზიდენტი ადრეც ჩადიოდა ქუთაისში და ხვდებოდა იქაურ მოსახლეობას ...
-ჩადიოდა, მაშინ როდესაც ის ხელისუფალი იყო და მასთან მიახლოება მრავალწლიან პატიმრობაზე წასვლას ნიშნავდა. დღეს სიტუაცია შეიცვალა და როგორც ჩანს, პრეზიდენტის მოთმინების ფიალა მხოლოდ თვენახევრით განისაზღვრებოდა. მან ისევ ის რიტორიკა დაიწყო, რომელიც ,,ნაციონალურ მოძრაობას“ წინასაარჩევნოდ ახასიათებს: მუქარა ცილისწამება, უდიერი გამონათქვანემი და ა.შ.. ფაქტია, რომ ,,ნაციონალების“ ისტერიკული ნაბიჭები იმ დიდი შიშთან დაკავშირებულია, რასაც ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხისმგებლობა ჰქვია.
-საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაგმეს ქუთაისში მომხდარი ინდიდენტი ...
-რასაკვირველია, დასაგმობი იყო. რაც ქუთაისში მოხდა არავის გემოვნებაში არ უნდა ჯდებოდეს. არ შეიძლება ეს ვინმეს სიხარულის და სიამაყის მიზეზი გახდეს. შემთხვევის ადგილას, რომ ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები არ იყვნენ, ჩემი აზრით არ ნიშნავს რომ იქ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა სავალალო შედეგი დამდგარიყო. ვფიქრობ, იქ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სამართალდამცავები იმყოფებოდნენ და სწორედ ისინი აკავებდნენ ეგზალტირებულ ახალგაზრდებს. ამ ფაქტზე რეაგირების არ მოხდენა სერიოზული კანონდარღვევა იქნებოდა.
-როგორ შეაფასებდით, ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს?
-რამდენიც არ უნდა გვარწმუნონ, რომ ,,რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორია დაკავებული, ქართული საზოგადოებისთვის ეს ადამიანი,,რუსთავი2“-თან დაკავშირებული არაფრით არ არის. ნიკა გვარამია ხალხს მშვენივრად ახსოვთ გენერალური პროკურორის მოადგილედ, ახსოვთ პარლამენტის წევრად და განათლების მინისტრად. როცა ადამიანი სამართალდარღვევაშია ბრალდებული, თავისუფალი მედიის ზეწოლაზე საუბარი თვალებში ნაცრის შეყრას ნიშნავს. ასეთივე შინაარსის იყო ბატონი ივანე მერაბიშვილის განცხადების დედააზრიც. მან საშინელი პერსპექტივა დახატა რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი დაეპატრონება ,,რუსთავი2“-ს.
-ამაზე უმცირესობის სხვა წარმომადგენლებიც საუბრობენ, რამდენად არსებობს ამის საფრთხე?
- ასეთი დაინტერესება არ არსებობს. გამოთქმაა რუსულში ასეთი : - ,,мухи отдельно, катлеты отдельно“. არც ერთმა პოლიტიკოსმა არ უნდა დაკარგოს უნარი სხვადასხვა სახის მოვლენების ერთმანეთისგან განსხვავების.
-როგორ ფიქრობთ, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ გვარამიას დაკავების თავისუფალ მედიაზე ზეწოლად შეფასებით, რისი მიღწევა უნდა?
-ამ დაკავების თავისუფალ მედიაზე ზეწოლად შეფასების მცდელობა დასავლეთის მგრძნობიარე ყურთასმენაზეა გათვლილი. ჯერ ერთი, ამ მედიის თავისუფლების ხარისხზე ძალიან განსხვავებული აზრი აქვს ქართველ მაყურებელს და ამასთანავე, ბატონი გვარამია არც აღიქვამება, როგორც მედიის მმართველი. იგივე ზეწოლაზე საუბრობდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებითაც, მაგრამ, როგორც კი მისმა დირექტორმა საჯაროდ, უცხოელი დიპლომატებისა და ჟურნალისტების გასაგონად განაცხადა, რომ არავითარ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, სწორედ მაშინ აღმოჩნდა იგი ,,ნაციონალური მოძრაობის“ წნეხის ქვეშ და თანამდებობა დაატოვებინეს კიდეც.
ესაუბრა ქრისტინე მალანია