რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალებს“ მარტო წყალს თუ დაასხამთ, თორემ წისქვილი აღარ აქვთ!

რამაზ საყვარელიძე: „ნაციონალებს“ მარტო წყალს თუ დაასხამთ, თორემ წისქვილი აღარ აქვთ!

საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინისთვის დამკვირვებლის სტატუსის მხარდაჭერის მიზეზებზე ჟურნალისტი პამელა გელერი საინტერესო სტატიას აქვეყნებს.


გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე ვიდრე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კენჭს უყრიდა არაწევრი სახელმწიფოს დამკვირვებლის სტატუსს, ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ელჩმა პრემიერს უთხრა, რომ საქართველომ ხმა უნდა მისცეს პალესტინისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას.


ხსენებულ ინფორმაციას მტკიცებულების საფუძველზე ადასტურებს  ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ხელმძღვანელი გაბრიელ მირილაშვილი. მისი თქმით, არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ნორლანდისა და ივანიშვილის საუბრის ჩანაწერია ასახული. როცა მირილაშვილმა პრემიერ-მინისტრს ურჩია პალესტინისთვის მხარი არ დაეჭირა, ივანიშვილმა  არგუმენტად ელჩის თხოვნა გამოიყენა. თუმცა გუშინვე ეს ინფორმაცია მირილიშვილმაც უარყო და პრემიერ-მინისტრმაც.


ამ საკითხთან დაკავშირებულ შესაძლო შედეგებსა და რისკებზე „ივერიონი“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.


-    ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებთ საქართველოს გადაწყვეტილებას პალესტინისთვის დამკვირვებლი სტატუსის მხარდაჭერასთან  დაკავშირებით, მით უმეტეს, როცა იგივე პრობლემების წინაშე ჩვენი ქვეყანა დგას. გამოდის, რომ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ს ელჩის  რიჩარდ ნორლანდის მითითება შეასრულა?


-    სიმართლე გითხრათ, ეს ინფორმაცია ცოტა არადამაჯერებელია. ამ რანგის პოლიტიკური ფიგურები, არ გასცემენ ასეთ ინფორმაციას. კი გახმაურდა მოვლენა , მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რასთან გვაქვს საქმე.


ამ პირობებში, ელჩის დონეზე არალოგიკურია ეს თხოვნა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  კარგად იცოდა ევროპის განწყობა და იცის, რომ საკითხი გადაწყვეტილი იყო. საქართველოსთვის ამ სახის თხოვნა არარეალისტურია. ამერიკას,  რთული დამოკიდებულება აქვს ისრაელთან, ობამა მტრულ განცხადებებს აკეთებს. აქედან გამომდინარე, მე მიჭირს ნაადრევი შეფასების გაკეთება.


-    ამბობენ, საქართველო იფარებს ჩეჩენ ჯიჰადისტებს - მკვლელებს, რომლებსაც ქართული პასპორტები აქვთ. რამე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით?


-    საქართველო ვის იფარებს, არ ვიცი. ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ აუცილებელია მსგავსი ინფორმაციების დაზუსტება, თუ ვის ინტერესში შედის ეს.


-    ბატონო რამაზ, 2012 წელი იწურება და თქვენი შეფასებით, რა გაკეთდა ქვეყნისთვის სასიკეთო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით და რა ვერ მოესწრო?


-    ამ წლის უდიდესი მონაპოვარი ისტორიული და ეროვნული თვალსაზრისით პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგები, მოხდა მართლაც უნიკალური ფაქტი. რაც ამ ორი თვის მანძილზე (ვიგულისხმე არჩევნების შემდგომი პერიოდი) მოესწრო, მივესალმები და ვემხრობი ამ პროცესების გაღრმავება-გაფართოებას. რა ვერ გაკეთდა, ამაზე საუბარი ნაადრევია, რამდენად მტკიცე და შრომისუნარიანი იქნება ხელისუფლება, ამას დრო გვიჩვენებს.


-    სოციალური პრობლემების მოგვარების მხრივ უამრავი  გადაუჭრელი საკითხია და პროტესტის ტალღაც მატულობს. ხომ არ ასხამს ეს წყალს „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე?


-    ფაქტია, რომ  „ნაციონალურ მოძრაობას“ მარტო წყალს თუ დაასხამთ, თორემ წისქვილი აღარ აქვთ!

ესაუბრა ია ადეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: