ცხელი ამბავი

რამ შეაწუხა თამარ ჩერგოლეიშვილი?

რამ შეაწუხა თამარ ჩერგოლეიშვილი?

”ტაბულას” რედაქტორი და უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი უცნაურ თემაზე გამოთქვამს მწუხარებას.


მას აწუხებს, რომ არაფერი მოსწონს, რაც ხდება - არც საშინაო, არც საგარეო ფრონტზე.


ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ასევე ეხმაურება მაღალჩინოსნების დაკავებას და აცხადებს: ”მაწუხებს, რომ "კოჭოია" და აგრესიული ფუნდამენტალისტები პოლიტიკური პატიმრები არიან, ნიკა გვარამია და შოთა ხიზანიშვილი კი, უბრალოდ პატიმრები”.


ჩერგოლეიშვილი წერს, რომ დღეს 14:30 მთავარ სამმართველოსთან დაგეგმილ აქციაზე მიდის.


შეგახსენებთ, რომ მთავარ სამმართველოსთან „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და სხვა დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: