რეგიონული განვითარებისა სამინისტრო ჯერ არ გაუქმდება
"ერთი წლით ვრჩებით ისევ, მხოლოდ მარაბდა-კარტახის რკინიგზის პროექტს გადავცემთ საპარტნიორო ფონდს და ჩვენს შიდა სტრუქტურაშიც გვექნება გარკვეული ოპტიმიზაცია".
ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
სამინისტროს ხელმძღვანელობამ დღეს სასტუმრო "რედისონში" 2012 წელს გაწეული სამუშაოების შედეგები შეაჯამა და 2013 წლის გეგმები წარმოადგინა.
როგორც მინისტრი აცხადებს, 2013 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას, მარეგულირებელი კანონმდებლობის მოწესრიგებას, ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანობის ამაღლებასა და კოორდინაციას.
"რედისონში" მიმდინარე ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და დონორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.