როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება თეა თუთბერიძესა და გიგა ნასარიძეს?

როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება თეა თუთბერიძესა და გიგა ნასარიძეს?

საქართველოში მოქმედი 10 არასამთავრობო ორგანიზაციამ  მშვიდობის ხიდზე მშვიდობიანი აქცია დევიზით - "ჩვენ გვინდა მშვიდ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება" - გამართა.


აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.


"ჩვენ გვინდა მშვიდ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება. ისეთ ქვეყანაში, სადაც არ ხდება დამოუკიდებელი და რეიტინგული ტელეკომპანიის ხელმძღვანელის დაკავება. იქ, სადაც არ ხდება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური, მორალური და ფინანსური ზეწოლა, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე რაიონული თვითმმართველობებისა და გამგებლების მიმართ, იქ, სადაც არ აშინებენ და არ ხორციელდება მოსამართლეებზე და სასამართლოს თანამშრომლებზე ზეწოლა და შანტაჟი.


ამ დევიზის ირგვლივ ვერთიანდებით არასამთავრობო ორგანიზაციები და ვქმნით კოალიციას "საზოგადოებრივი ინიციატივა", რომელიც მოუწოდებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელი დემოკრატიული პოლიტიკის მიმდევარ საზოგადოებას: ერთად დავგმოთ აღნიშნული ქმედებები და ერთად შევაჩეროთ არადემოკრატიული პროცესი საქართველოში!
მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ უნდა, იცხოვროს ასეთ საქართველოში. ყველამ ერთად გავუწიოთ დემოკრატიულ საზოგადოებრივ ინიციატივას მხარდაჭერა", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: