საიდუმლო სერობა ავლაბარში, ანუ მერაბიშვილი პრეზიდენტობისთვის ემზადება!

საიდუმლო სერობა ავლაბარში, ანუ მერაბიშვილი პრეზიდენტობისთვის ემზადება!

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი 2013 წლის არჩევნებში, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილი იქნება.


ამის შესახებ „ივერიონს“ „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებულმა პოლიტიკურმა წყარომ განუცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება გუშინ, გვიან ღამით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში  საგანგებო თათბირზე მიიღეს, აღნიშნულ თათბირს, მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის გარდა, “ნაცმოძრაობის„ ათამდე გავლენიანი ფიგურა ესწრებოდა.


„მთავარ პროკურატურაში რამდენიმე ისეთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელთა კვალიც მერაბიშვილამდე მიდის და დიდი შანსია, ის დააკავონ. ეს კარგად იცის სააკაშვილმა. ამასთან, მერაბიშვილმა იცის „ნაციონალთა“ ლიდერებისა და თვით მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი საქმეების ყველა საიდუმლო. ამიტომ, ის თუ დაიჭირეს და ალაპარაკდა, არ არის გამორიცხული, თავად სააკაშვილის დანაშაულის დამამტკიცებელი ფაქტები მიაწოდოს გამოძიებას.აღარაფერს ვამბობ ყოფილი ხელისუფლების სხვა ლიდერებზე. მერაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება სააკაშვილის მხრიდან ერთგვარი პრევენციაა-მას იმედი აქვს, რომ უკვე საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში, მას არ დაიჭერენ და თუ დაიჭირეს, ეს უკვე პოლიტიკური ოპონენტის უსამართლო მეთოდებით გზიდან ჩამოცილების მცდელობა იქნება, რაზეც საერთაშორისო საზოგადოება განგაშს ატეხს“, - განუცხადა წყარომ „ივერიონს“.

„ნაციონალები„ იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში მერაბიშვილის დაჭერა იმავე დონის საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს, რაც ბელარუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მისი კონკურენტის დაჭერამ გამოიწვია. სააკაშვილს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი გაუფრთხილდება საერთაშორისო რენომეს და მერაბიშვილის დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტებიც რომ ხელთ ჰქონდეს პროკურატურას, პოლიტიკური მოტივით უარს იტყვის „ნაციონალური მოძრაობის„საპრეზიდენტო კანდიდატის ციხეში გასტუმრებაზე. ვანო მერაბიშვილი დათანხმდა სააკაშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის ამ გადაწყვეტილებას. სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობა„ რამდენიმე დღეში დაასახელებს ვანო მერაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად და არ დაუცდის ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას. წყარო აცხადებს, რომ ამ იძულებითი ნაბიჯის გადადგმა მიხეილ სააკაშვილს, მისმა ბიძამ და მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, თემურ ალასანიამ ურჩია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: