ევროკავშირი მწეველების ჯამრთელობაზე ზრუნავს
ევროკავშირი თამბაქოს ნაწარმის ახლებური შეფუთვის ინიციატივით გამოდის. კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ევროპის ქვეყნებში ყველა ბრენდის სიგარეტის კოლოფზე თამბაქოს მიერ გამოწვეული დაავადებით დაზიანებული ორგანოების ამსახველი ფოტოები და ფრაზები დაიბეჭდება, რათა მწეველებმა გააცნობიერონ, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ისინი მავნე ჩვევამ.
ევროპარლამენტში აღნიშნული საკითხის განხილვისას გადაწყდა, რომ ევროპის ქვეყნებს აქვთ უფლება, კონკრეტული ბრენდის სიგარეტი აკრძალონ, თუ ის მწეველთა ჯანმრთლობაზე განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს.
კანონპროექტის იდეას დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ემხრობა.
ჯანდაცვის საკითხებში ევროპარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, საჭიროა დაავადებული ორგანოების ფოტოების სიგარეტი კოლოფებზე განთავსება, რაც მოსახლეობას მავნე ჩვევის შედეგებზე უკეთესად დააფიქრებს.
,,ეს ფოტოები შოკისმომგვრელია, თუმცა ვფიქრობ, შედეგის მისაღწევად ეს გზა ეფექტური იქნება. თამბაქოს შეძენისას მოსახლეობას კოლოფის მეშვეობით ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს მის ჯამრთელობას“, - აცხადებენ ევროკავშირში.