პაატა ზაქარეიშვილმა სტუდენტებს მესხების პრობლემები გააცნო

პაატა ზაქარეიშვილმა სტუდენტებს მესხების პრობლემები გააცნო

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა.

"მესხების დღევანდელობა" - ამ სახელწოდებით გაიმართა შეხვედრა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მცირე საკონფერენციო დარბაზში, რომელსაც მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა, მოწვეულმა ექსპერტებმა და თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე 2012 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, "შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია“ განიხილეს.  ექსპერტებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც  საქართველოში ჩამოსახლებული  მესხები დგანან.

შეხვედრის მიზანი, ახალგაზრდა თაობისთვის  მესხების შესახებ  ინფორმაციის მიწოდება და მესხების პრობლემებით საზოგადოების დაინტერესება იყო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: