თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტის განცხადებით შეშფოთებულია

თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტის განცხადებით შეშფოთებულია

ამ წუთებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება განცხადება, სადაც თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი  შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო.


მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდა: არ დაემორჩილონ „უკანონო“ ბრძანებებს!

,,საქართველოს შეიარაღებული ძალები არის და იქნება ქვეყნის და არა რომელიმე პარტიის სამსახურში და დაუშვებლად მიიჩნევს პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: