ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუსულ ბაზარზე არ გავცვლით

ალექსი პეტრიაშვილი: საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუსულ ბაზარზე არ გავცვლით

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დღეს საინფორმაციო სააგენტო FOR.GE-ს პრესკლუბში ჟურნალისტებს შეხვდა და 17-19 დეკემბერს ბრიუსელში გამართული ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს მე-13 ყოველწლიური პლენარული სხდომისა და მასთან დაკავშირებული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.


ბრიუსელში გამართულ ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს მე-13 ყოველწლიურ პლენარულ სხდომას  საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობდა. მასში, პეტრიაშვილთან ერთად, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე მონაწილეობდა.


მინისტრი აღნიშნავს, რომ ქართული მხარე  ასოცირებული წევრობისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხთან დაკავშირებით ვილნიუსის სამიტისთვის მუშაობას გააგრძელებს.


„მომავალი წლისთვის ვგეგმავთ, საამისოდ კი   ამბიცია და შესაბამისი საფუძველიც გვაქვს, რომ დასრულდეს ასოცირებული წევრობის შესახებ მოლაპარაკებები,  ზაფხულამდე კი - თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებიც.  ჩვენ მზად ვართ აღმოსავლეთპარტნიორობის შემდეგი სამიტისთვის. ბრიუსელში ვიზიტისას, ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ და მეც განვაცხადეთ, რომ საქართველოში შერჩევით სამართალს ადგილი არ ექნება. საქართველოში ყველა გამოძიება და სასამართლო პრცესი გამჭვირვალედ წარიმართება“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.


მინისტრი ასევე შეეხო რუსული ბაზრის გახსნას და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება საქართველოს რუსეთის ბაზარზე დასაბრუნნებლად, მაგრამ იქვე პრინციპულად განაცხადა, რომ „ერთ სასწორზე ვერასდროს მოხვდება საქართველოს რუსეთის ბაზარზე დაბრუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: