ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილი ტყუილად ყოყლოჩინობს!
მიხეილ სააკაშვილის პროგნოზით, ბიძინა ივანიშვილსა და მის კოალიციას არც 2013 წლის და არც 2014 წლის არჩევნებში გამარჯვების შანსი არა აქვს. თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტი ბიძინა ივანიშვილი, ამბობს, რომ არჩევნების არ ეშინია.
მან ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ არჩვენების არ გვეშიანია. თანაც ჩვენ ნორმალურ არჩევნებს ჩავატარებთ. პრეზიდენტი ევროპაში ამბობს, უხავერდოვანესი არჩევნები ჩავატარეო. ერთი ტყვია არ უსვრია, თორემ სხვა რა დაგვაკლო? 190 კაცი დაიჭირეს. რაც არჩევნების წინ ხდებოდა, იმას თუ ხავერდოვანი ჰქვია, არ ვიცი", - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
ის აქვე საზოგადოების გასაგონად ამბობს, რომ არ ინერვიულონ. "ზოგი აპრილს ახსენებს, ზოგი მაისს და რაღაცას ელოდებიან. ნუ აქვთ ეს მოლოდინი. სააკაშვილს არანაირი მექანიზმი არა აქვს. თუ ჩვენ არ მოგვინდება, სააკაშვილი პარლამენტს აპრილშიც ვერ გაუშვებს და ვერავის დაითხოვს. თუმცა, პარლამენტის დათხოვნაც არ არის ჩვენთვის კატასტროფა. პირიქით, როგორც უმცირესობის ლიდერმა, როცა უნდა განაცხადოს, რომ ეს პარლამენტი არის არაეფექტური და ხალხს უნდა სხვა პარლამენტი ჰყავდესო. ამ მიმართვას უმცირესობის ყველა წევრმა მოაწეროს ხელი და წინასწარ ვაცხადებ, არ შევალთ პარლამენტში, ტექნიკურ დეფოლტს შევქმნით და ჩავატაროთ ახალი არჩევნები. ტყუილად ყოყლოჩინობენ. თავისი ჭკუით ამით ერთმანეთს ამაგრებენ", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.