ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის პოლიციის სამმართველოები მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოსა და დედაქალაქის 5 სხვადასხვა რაიონის პოლიციის სამმართველოს ეწვია.
ამ ინფორმაციას შსს-ს პრესცენტრი ავრცეკებს.
ღარიბაშვილმა, შსს -ს თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი მოინახულა და მათ პატივი მიაგო.
მინისტრი შინაგან საქმეთა გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის სამმართველოებშიც იმყოფებოდა. ის პირადად გაეცნო იქ მომუშავე პოლიციელებს.
ძალოვანი უწყების მინისტრმა თბილისის პოლიციის თანამშრომლების მუშაობა დადებითად შეაფასა.