ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

იარაღით ვაჭრობაზე ახალი ნორმები დაწესდება

იარაღით ვაჭრობაზე ახალი ნორმები დაწესდება

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა იარაღით ვაჭრობაზე ახალი ხელშეკრულების მოსამზადებლად კონფერენციის ჩატარების იდეას. ეს იქნება ხელშეკრულებაზე შეთანხმების მიღწევის კიდევ ერთი მცდელობა.


საქმე ეხება მრავალმილიარდიანი გარიგებების რეგულაციას. გენერალური ასამბლეის 133-მა წევრმა კონფერენციის ჩატარებასდაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, ხოლო 17-მა თავი შეიკავა.


კონფერენცია მომავალი წლის 18-28 მარტს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში ჩატარდება. ხელშეკრულებაზე შეთანხმების მიღწევის პროცესი წარუმატებელი აღმოჩნდა მიმდინარე წლის ივლისში, როცა აშშ-მა, რუსეთმა და ჩინეთმა წინადადებების განხილვისთვის მეტი დრო მოითხოვეს.


პროექტის მიხედვით, მომავალი ხელშეკრულება არ გააკონტროლებს ცალკეული ქვეყნის საშინაო პოლიტიკას იარაღზე, არამედ მოითხოვს ქვეყნებისგან რეგულაციების დაცვას იარაღით მოვაჭრეებთან ურთიერთობაში და იარაღის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემისას. ხელშეკრულების ამოცანაა ადამიანის უფლებათა დამრღვევი სახელმწიფოებისა და ტერორისტებისთვის იარაღის მოპოვების საშუალებების შეზღუდვა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: