თბილისი ახალ წელს კონცერტების გარეშე შეხვდება
ახალ წელს თბილისი საახალწლო კონცერტის გარეშე შეხვდება.
ამის შესახებ "ივერიონს" თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
"წელს აღარ ჩატარდება საახალწლო გალაკონცერტი, ჩვენთვის პრიორიტეტია სოციალური საკითხები და ის თანხა, რაც კონცერტის გამართვას სჭირდება, სოციალური პრობლემების მოგვარებას მოხმახრდება. თუმცა, დაგეგმილია პატარა-პატარა ღონისძიებები", _ გვითხრეს პრესასმსახურში.
გუშინ საღამოს, თბილისის მერი, საახალწლო კონცერტის არგამართვის ერთ-ერთ მიზეზად კი, მოსახლეობის ნაწილისა და ახალი ხელისუფლების საახალწლო კონცერტისადმი უარყოფით დამოკიდებულებას ასახელებდა.
მიუხედავად ამისა, თბილისში საახალწლო განწყობა მაინც იგრძნობა. ქალაქი სადღესასწაულოდ არის მორთული და არაერთი მცირე საახალწლო ღონისძიებაა დაგეგმილი.