მიხეილ მაჭავარიანი: პარლამენტისთვის ბოიკოტი არ გამოგვიცხადებია
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას დაესწრებიან და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ამის შესახებ ,,ივერიონს“ მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.
მაჭავარიანის განმარტებით, მათ პარლამენტისთვის ბოიკოტი არ გამოუცხადებიათ და სხდომა მხოლოდ ნიკა გვარამიას, ალექსი ხეთაგურისა და სხვების დაკავების ნიშნად დატოვეს.
,,რატომღაც, ბევრმა მკითხა, დაბრუნდითო? როგორც ჩანს, ძალიან მოგენატრათ ჩვენი პარლამენტში ხილვა. სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიკვირდა კიდეც, ჩვენ ბოიკოტის რეჟიმზე არ გადავსულვართ. ეს მანამდეც განვაცხადეთ და გუშინაც გავიმეორეთ“, - აღნიშნა მაჭავარიანამა.
მიმდინარე კვირას პარლამენტი რიგგარეშე სხდომების ფორმატში იმუშავებს.