სად და როგორ „აგულავა“ პრეზიდენტმა ვიტალი კლიჩკო?

სად და როგორ „აგულავა“ პრეზიდენტმა ვიტალი კლიჩკო?

საქართველოს პრეზიდენტის აღვირახსნილობას ბოლო არ უჩანს, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლთა აღშფოთებას იწვევს. ერთ-ერთმა „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც პრეზიდენტის მორიგი გართობის თავისებურებებს ეხება.


„შარდენის უბანი გუშინ საღამოს ისევე იყო „ოკუპირებული“ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელბით), როგორც გუშინწინ.  მოძრაობა მოედანზე გადაკეტილი იყო, იდგა უამრავი თავგასიებული დაცვის წევრი და თავხედური, ბრიყვული თვალებით ჩაშტერებით უყურებდა ყველა გამვლელს თვალებში, ისინი ყველგან იყვნენ მსუქანი ყვავებივით. ასევე აქა-იქ იყვნენ ჩასაფრებული კამუფლაჟში ჩაცმული სამხედროები, მოღერებული ავტომატებით. ერთ-ერთი მაგალითად, სერგო ფარაჯანოვის ძეგლთან იყო გამაგრებული სიბნელეში. როგორც შევიტყვე, მიშა და კლიჩკო „გულაობდნენ“. ჩემს სიცოცხლეში ასეთი გულისრევამდე საძაგელი სცენა არ მინახავს. წარმოუდგენელია, რომ ქალაქში, სადაც ვცხოვრობ და სადაც უამრავი ასეთი ტურისტული უბანია, პრეზიდენტმა ასეთი რამ გაბედოს... მაგალითად, გადაკეტოს მონმარტზე მისასვლელი გზები შაბათ და კვირა საღამოს და იქ ავტომატიანი და შავტყავისქურთუკიანი პიტბულები დააყენოს. ძალიან მინდა ვურჩიო ფუნდამეტალისთ „მიშისტ-ნაციონალებს“: თქვენ თუ ამ პატარა პროვინციელ ფეოდალს ევროპულ ორიენტაციის პოლიტიკოსს ეძახით, ერთი დიდი კომპასი გეყიდათ და გაგერკვიათ ევროპისა და შუა აზიის ადგილმდებარეობა მაინც.

მე არ ვიცი, ვისი მანქანით იყო მოსული მიშა ლომგული, დედამისის თუ ბებიამისის, მაგრამ ფაქტია, დაცვის ამხელა არმია არაფრით არ იძლევა იმის საშუალებას, ვიფიქროთ, რომ მას არაფრის ეშინია, როგორც ქუთაისის ინციდენტის შემდეგ განაცხადა. საერთოდ, ვფიქრობ, რომ დღეს ასეთი სისაძაგლის მოწყობა და ქალაქის ერთადერთი ტურისტული, ერთი ციცქნა უბნის პარალიზება შაბათ და კვირა საღამოს, წმინდა წყლის პროვოკაციაა. რადგან ერთადერთი რისი სურვილიც გიჩნდება ამ უმსგავსოების ნახვისას, როგორი პოლიტიკური ორიენტაციისაც  უნდა იყო, იმ რესტორნის ვიტრინის ქვით ჩალეწვაა, რომელშიც ეს პროვინციელი ფეოდალი გრიალებს. მე, რა თქმა უნდა, საკუთარი გრძნობების კონტროლი არ მიჭირს და ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ რომელიმე ნასვამი და ნერვებდაგლეჯილი თბილისელი არ განახორციელებს ამას ერთ მშვენიერ დღეს, რასაც „ნაციონალები“ მაშინვე პრეზიდენტზე თავდასხმად მონათლავენ... ჩემი ღრმა რწმენით, საერთოდ უნდა აკრძალოს პარლამენტმა ჩინოვნიკების მიერ მოქალაქეების ნორმალური ცხოვრების პარალიზება. მაგრამ მეჩვენება, რომ ეს ყველას ნორმალურად მიაჩნია. ყოველ შემთხვევაში, ორი საღამოს განმავლობაში ამ უმსგავსობის შესახებ ერთი სიუჟეტი არ გასულა არსად.


გარწმუნებთ, მსგავსი ინციდენტი ძალიან დიდი მედიასკანდალის თემა გახდებოდა საფრანგეთში. ჩემი თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ რაფაელ გლუკსმანს, რომელიც ალბათ, იქ ბრძანდებოდა გუშინ საღამოს. ძალიან საინტერესოა, რას იტყვის, ოდესმე თუ უნახავს თავის მშობლიურ სენჟერმენის უბანში, მაგალითად კაფე le flore-ის პერიმეტრში ჩასაფრებული ავტომატიანი ჯარისკაცები და მთელ უბანს მოდებული ათობით თავგასიებული საპრეზიდენტო ორფეხა „პიტბულები“ , ან რომ ენახა, როგორ ხასიათზე დადგებოდა?“ - წერს მომხმარებელი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: