დავით ზალკანიანი ორთვინ ჰენიგს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ორთვინ ჰენიგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.
ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და აღნიშნული თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების აუცილებლობას.
ელჩმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა დაადასტურა.