ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

ჯარისა და პენიტენციური სისტემის კვებით მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა

ჯარისა და პენიტენციური სისტემის კვებით მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ქართული კვების კომპანია“, პირველად, საჯარო შესყიდვას აცხადებს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,  კომპანიის ხელმღვანელმა ნინო გორგაძემ დღეს თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგი გამართა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანია  ქართული ჯარისა და პენიტენციური სისტემის კვებით მომსახურებას უზრუნველყოფს.

გორგაძის განცხადებით, ახალი მიდგომით,  ფასის გარდა, მთავარი ინდიკატორი მოწოდებული პროდუქციის ხარისხი იქნება. გამარჯვებული კომპანიების გამოვლენა  კი სპეციალური კომისიის მიერ, წინასწარ გაწერილი წესის შესაბამისად მოხდება.

„სხვადახვა პროდუქციისთვის ხარისხის გაუმჯობესება იგეგმება. მაგალითად, ჯარის მენიუში მეორე კატეგორიის საქონლის ხორცს  პირველი კატეგორიის ხორცი შეცვლის, რომლის  გემოვნური და ხარისხობრივი მაჩვენებლები გაცილებით მაღალია“, - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

გორგაძის თქმით, კომპანია  მომსახურების ხარისხის ზრდას და ფასების შემცირებას მოელის.

კომისიაში  „ქართული კვების კომპანიის“ და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები შედიან. განცხადების შემოტანის ბოლო ვადა 5 იანვარია.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: