კონსტიტუციური "ხვრელი" და ივანიშვილის დილემა

კონსტიტუციური "ხვრელი" და ივანიშვილის დილემა

ამდენი იურისტები ხართ ქვეყანაში და ამდენი კონსტიტუციონალისტები, გულდასმით წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუცია და აგვიხსენით, სად რა ნაღმია ჩადებული, თორემ, ხომ ხედავთ ღია კარების მტვრევა გამოგვდის.

 

აგერ გამოვიდა ახლა ცნობილი კონსტიტუციონალისტი, „რესპუბლიკელი“ ვახტანგ ხმალაძე და ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა _ აი, რას ამბობს ბატონი ხმალაძე:

 

2014 წლის იანვარში კონსტიტუციის მეორე მუხლის მოქმედების ვადა იწურება, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებს მაღალი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას აძლევს. კონსტიტუციონალისტი გვაფრთხილებს, რომ თუ ივანიშვილი უფრო ადრე არ გადადგება, იანვარში ისედაც კარგავს პრემიერ -მინისტრის თანამდებობის დაკავების უფლებასო.

 

ეტყობა, ჩვენ ჭურში ვიჯექით და „მიშას კონსტიტუციის“ შავ ხვრელებზე არ გვსმენია, თორემ, ივანიშვილის გადაწყვეტილებას ლოგიკურად ჩავთვლიდით _ თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წასვლა ვაჟკაცობაში ჩაეთვლება!

 

კი მაგრამ, ერთი რამ ვერ გავიგე: როდემდე უნდა ველოდოთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომ „ნაციონალური კონსტიტუცია“ ეროვნული გავხადოთ?...

 

გამოსავალი ერთია _ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ივანიშვილსაც გავუგრძელებთ ხელისუფლებაში ყოფნის ვადას. იქნებ უნდა კიდეც, მაგრამ, როგორც კანონმორჩილს, კონსტიტუცია უშლის ხელს?! ჰოდა, გავცხრილო ბატონო ეს კონსტიტუცია და მოვარგოთ ივანიშვილს და საქართველოს ინტერესებს.

 

ისე, რაღაც აზრმა შემაწუხა და არ შემიძლია თქვენც არ გაგიზიაროთ: ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის დღიდან სულ იძახოდა _ რამდენიმე ხნით მოვდივარ პოლიტიკაშიო და ეს ყველაფერი წინასწარ გათვლილ-გაწერილი ხომ არ იყო გარკვეული ძალების მიერ?!

 

ღმერთს რას გამოაპარებ, თორემ, ჩვენ რამდენიც უნდათ, იმდენს დაგვაბოლებენ!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: