ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებს ატყუებს?!.

ხათუნა ბერძენიშვილი კრწანისის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებს ატყუებს?!.

   დღეს საკრებულოში, საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ქავთარაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კრწანისის რაიონში სოციალური შემწეობის მიმღებ პირებს, თბილისის საკრებულო დახმარებას არ შეუწყვეტს. მან კრწანისის რაიონის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი    კრწანისის რაიონის გამგეობის 12 მარტის სხდომის ოქმის გაყალბებაში და ფინანსურ მაქინაციაში დაადანაშაულა და დაამატა, რომ „ხათუნა ბერძენიშვილს შეცდომაში შეჰყავს რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირები“.

   _“ამ სხდომის ოქმთან დაკავშირებით, საკრებულოს სარევიზიო კომისია კრწანისის რაიონში იყო შესული და 18-24 მარტის ჩათვლით არსებულ დოკუმენტაციებს იკვლევდა. ერთი კვირის წინ კი მოკვლეული მასალა მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. 18 მარტის სხდომის ოქმის მიხედვით, საქმე ეხება 359 სოციალურად დაუცველ პირს, რომლებზეც ერთი დღის განმავლობაში, კრწანისის რაიონის გამგებელმა ხათუნა ბერძენიშვილმა საგარანტიო ფურცლები და ფინანსური დახმარება გასცა“-განაცხადა ქავთარაძემ.

 

   საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ამქმედებებს ბერძენიშვილის მხრიდან პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების მცდელობად მიიჩნევს, საფუძველს კი უგულავას მხრივ კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატად ბერძენიშვილის დასახელება აძლევს.

 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: