შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

   შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ორჯერ ნასამართლევი ოთარ მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკისას, ლითონის მილში დამალული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 25,5862 გრ ნარკოტიკი 0,1822 გრ ჰეროინს შეიცავს.  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: