აწი მცირე და საშუალო ბიზნესს არ გადაყლაპავენ
“მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით სახელმწიფო რეგულირება აუცილებელია, რათა დიდმა ბიზნესმა ის "არ გადაყლაპოს" -ამ განცხადებით მიმართა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.
-"მცირე ბიზნესის სააგენტო იმუშავეს ძირითადად იმ მიმართულებით, რა დახმარებაც დასჭირდება დამწყებ ბიზნესს, ანუ ის დამწყები ბიზნესის დახმარებაზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება ფინანსურ კომპონენტს თუ როგორ იქნება გადანაწილებული, ეს არ უნდა მართოს სამინისტრომ და სწორედ იმისთვის იქმნება სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი, რომ ასეთი ტიპის კომპონენტებს სხვადასხვა სამინისტროებიდან კოორდინაცია გაუკეთოს და მან მართოს. ეს იქნება ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი სერიოზული ინსტიტუტი, ვინაიდან, დიდ ბიზნესს აქვს ბუნებრივი მისწრაფება, რომ გახდეს მონოპოლისტი და სწორედ იმისთვის არსებობს სახელმწიფო, რომ ამის უფლება არ მისცეს. ესაა დიდი ბიზნესის არა ბოროტი გაზრხავა, არამედ, ბუნებრივი მისწრაფება და სახელმწიფო რეგულაცია აუცილებელია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების საშუალება მიეცეს და დიდმა ბიზნესმა ის არ გადაყლაპოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სააგენტო უკვე დაკომპლექტების პროცესშია და ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
(მოამზადა ქეთი ხაჟალიამ)