რა „შავ“ სიებს ადგენენ 53-ე სკოლაში?
დღეს დილიდან 53-ე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სკოლის შესასვლელები ბლოკირებული ჰქონდათ.სახალხო დამცველის აპარატში 53-ე სკოლის დირექტორის გათავისუფლების შესახებ განცხადება შევიდა, რომელსაც თან ახლდა გათავისუფლების საფუძველი - აუდიტის დასკვნა.
"საუბარია ფინანსურ დარღვევებზე, თუმცა ჩვენ, საბოლოო ჯამში, შესწავლილი არ გვაქვს დოკუმენტაცია. ეს საჭიროებს გარკვეულ დროს. შესაბამისად, სრული შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველი, სავარაუდოდ, გააკეთებს განცხადებას", - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა გიორგი გარსევანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 53-ე სკოლის თანამშრომელი სოფო ქიტოშვილი მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილეს მოსწავლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს, მისი განცხადებით,მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე მანდატურებს სთხოვდა აქტიური ბავშვების, კონკრეტულად, ბიჭების სახელებისა და გვარების გაგებას.
ქეთი ხაჟალია