სად ჰყავთ და რას ედავებიან ოკუპანტები დაკავებულებს?
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში აფხაზეთის საზღვრის დარღვევის ბრალდებით ოკუპანტებმა ორი ადგილობრივი დააკავეს. „დაკავებულები სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰყავთ გადაყვანილი, თუმცა მათი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.
-„სოფელ ხურჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გელა თორიასა და ტარიელ ბერიას დაკავება მოხდა. დე ფაქტო აფხაზეთის მხრიდან მივიღეთ დასტური, რომ ეს მოქალაქეები იყვნენ დაკავებული ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო“– განაცხადა გოჩა რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია. ვერტმფრენი აფხაზეთის მხრიდან შემოფრინდა და სოფელ ხურჩის თავზე რამდენიმე წუთის განმავლობაში დაფრინავდა.