ნინო ბურჯანაძე: -“ჩვენ მოვიპოვებთ საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ჩატარების უფლებას“
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციური ერთობის ფორმირებაზეც გააკეთა კომენტარი
„მე არაერთგზის მითქვამს იმის თაობაზე, რომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ოპოზიციურ ერთობაზე, ერთობა ორიენტირებული უნდა იყოს გამარჯვებაზე და არა იმაზე, რომ რომელიმე პარტიამ მიიღოს დაფინანსება ბიუჯეტიდან. ეს უნდა იყოს ერთობა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს, ჩვენ მართლაც მოვიდეთ ხელისუფლებაში, მოვიპოვოთ საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ჩატარების უფლება და შემდეგ სერიოზულად მოვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღვადგინოთ. ეს იყო ჩემი შეთავაზება ყველასადმი.
ჩვენ შევქმენით ძალიან სერიოზული ოპოზიციური ერთობა, ჩამოყალიბდა „ერთიანი ოპოზიცია“. სამწუხაროა, რომ სხვა პარტიებმა ვიწროპარტიული ინტერესები აირჩიეს. დანარჩენს, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ძალიან სწორედ განსჯის და გაიგებს.
მე ვთვლი, რომ თბილისის მერობის ჩვენი კნდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჩვენი ბლოკი არის ძალიან ძლიერი ბლოკი და ჩვენ დავადასტურებთ იმას, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში ვართ სწორედ ჩვენ“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.