ახალაია ბრძოლას იწყებს და მთავრობას მუქარის მესიჯს უგზავნის

ახალაია ბრძოლას იწყებს და მთავრობას მუქარის მესიჯს უგზავნის

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპურატი როლანდ ახალაია პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს და აღნიშნულს მორიგ პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

_„არაფერი ჩამიდენია და არც ჩავიდენდი არასდროს. ეს ჩვენი ოჯახის მიმართ პოლიტიკური დევნაა. ახლა არქიფო მთაწმინდის თავზე ზის და ბინძურ საქმეებს თავის ვეზირს – ჰაკიმ ფაშას ავალებს. ეს ყველაფერი პიარია და ამასთან დაკავშირებით ვიყავი დაბარებული. მე ხალხის არჩეული ვარ, იმუნიტეტი მათგან ნაბოძები არ მაქვს, თუმცა იმუნიტეტის დათმობას არ მოვერიდები და ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ. ამათი დასასრულის დასაწყისია დღევანდელი დღე“,– განუცხადა ჟურნალისტებს ახალაიამ პროკურატურის დატოვების შემდეგ.

   დეპუტატს დღეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლით წარედგინა. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: