მიშა მოდის!
ესეც ასე! ნაციონალები ცოტათი დაწინაურდნენ და „ერონულ-განმანთავისუფლებელი“ მოძრაობა წალენჯიხის ნაცვლად, ამჯერად ზუგდიდიდან დაიწყეს - რაც არ უნდა ზღაპრად ნათქვამი მოგვეჩვენოს, ისინი „ქართული ოცნებისგან„ ჯერ სამეგრელოს განთავისუფლებას აპირებენ თურმე და მერე მთელი საქართველოსთვის მოიცლიან!...
როგორც ჩანს, „ნაციონალებს“ მოთმინების ძაფი გაუწყდათ უკვე და ახლა აშკარა რევანშზე გადასვლა მოინდომეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში სანახევროდ ყოფნას სრულას ყოფნას ამჯობინებენ- მით უმეტეს, მათ კარგად იციან, თუ როგორ უნდა დააჩმორონ საზოგადოება და იბატონონ მასზე, ისე, რომ მადლობაც ათქმევინონ.
სხვათაშორის, ზუგდიდი ყოველთვის იყო ახალი, არაორდინალური ინიციატივების გენერატორი და სულაც არ მიკვირს, რომ „ნაცების“ „ეროვნულ-განმათავისუფლებელი“ მოძრაობა სწორედ ზუგდიდიდან დაიწყოს!
ნათქვამია: შეუჩვეველს ნუ შემაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადამაჩვევო. ეტყობა, ზუგდიდელებს და ზოგადად სამეგრელოს, უკვე მოენატრა ახალაიაების კლანის „გემრიელი ტორები“!..... სხვანაირად მათ ე.წ წინასაარჩევნო კამპანიის ასე გამომწვევად და თავხედურად ჩატარების საშუალება არ უნდა მისცემოდათ!
ვერავინ დამარწმუნებს,რომ „ნაცმოძრაობა“ ადგილობრივი არჩევნებისთვის სერიოზულად ემზადება. მათ შესანიშნავად იციან, რომ მიუხედავად ახალი მთავრობის მიმართ საზოგადოებაში დაგროვილი უკმაყოფილებისა, ხალხი მათ არ გაჰყვება.
თუმცა,პროვოკატორი იმის პროვოკატორია, დესტრუქციულ ურთიერთობებში ჩაგითრიოს და შემდგომ დაპირისპირებებზე პსასუხისმგებლობა მთაავრობას დააკისროს!
ხალხი ყველაფერს იჯერებს და ალბათ იმასაც ადვილად დაიჯერებს, რომ პროვოცირება ხელისუფლებისგან წამოვიდა, ანუ ,„ერთადერთი“ ოპოზიცია იჩაგრება და იგი იძულებული გახდა ასე მოქცეულიყო.
ფაქტია, რომ „ნაციონალებს“ არ აწყობთ მშვიდობიანად მისვლა ადგილობრივ არჩევნებამდე ( ეს მათ ინტერესებში ნამდვილად არ შედის) . მათი მიზანია რაც შეიძლება გამწვავდეს სიტუაცია ქვეყანაში,ხელოვნურად მოახდინონ ვითარების ესკალაცია და ამით სათავე დაუდონ ახალ დაპირისპირებას, რომელიც ხელისუფლების შეცვლით მთავრდება ხოლმე!...
აქედან გამომდინარე,შემთხვევით არ გაჟღერებულა დღეს ზუგდიდში, რომ იწყება ახალი „ეროვნულ-განმათავისუფლებელი“ მოძრაობა. არც სააკაშვილის ადრინდელი მესიჯებია შემთხვევითი. ...
ღმერთმა ნუ ქნას, ქვეყანაში არეულობა დაიწყოს, თორემ, ახალ რევოლუციას ახალი გმირის გამოძერწვა არ დასჭირდება- მიშა სტარტზეა და საჭირო სიგნალს ელოდება, რომ უკმაყოფილოთა ლაშქარს ჩაუდგეს სათავეში და ახალი სასწაულებით გაგვაკვირვოს!
ასე, რომ ივანიშვილი საქართველოდან მიდის, მიშა საქართველოში ბრუნდება!
ელოდეთ...
საბა საბახტარაშვილი