სამეჯლისო და ქართული ცეკვების ფესტივალი "გამა 2014"
ზუგდიდში, ენგურ-ქალაქ კომბინატის კულტურის სასახლეში, სტუდია "თელა"-ს ხელმძღვანელობით გაიმართა სამეჯლისო და ქართული ცეკვების ფესტივალი "გამა 2014", რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა რაიონის ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები. ფესტივალს უძღვებოდა "საქართველოს ფილარმონიის" სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენელი და ჟურნალისტი ხვიჩა ახალაია. ფესტივალი გაიხსნა და დაიხურა სამოდელო სააგენტო ფირმა "გიო"-ს მოდელების ჩვენებით. ფესტივალის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. სამოდელო სააგენტო ფირმა "გიო"-ს გენერალურმა დირექტორმა და ასევე ჟიურის წევრმა ლანდა მასხულიამ სააგენტოს სახელით გადასცა პრიცი მის რჩეულს მოცეკვავეს- ანუშის ფიფიას.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა გიორგი ფიფიამ "ივერიონთან" საუბრისას აღნიშნა, ის ძალიან კმაყოფილია ფესტივალის მსვლელობით და კიდევ გეგმავს რამოდენიმე ღონისძიების ჩატარებას უახლოეს მომავალში.