რა მოხდება, "თუ "ცხელი თავები" კიევში გონს არ მოეგებიან"?!.

რა მოხდება, "თუ "ცხელი თავები" კიევში გონს არ მოეგებიან"?!.

    რუსულ მედიაში გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთისთვის მიუღებელია კიევის გეგმები გაერო-ს სამშვიდობო მისიასთან დაკავშირებით.  

   ზოგიერთი რუსული გამოცემა და ინტერნეტ-პორტალი ირწმუნება, რომ პუტინი "მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის ანტიკონსტიტუციური ქმედებების გამო გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საერთაშორისო თანამეგობრობისაგან ნათლად გამოხატულ დაგმობას ელის", თუმცა ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ნაკლებად სარწმუნოა, ერთი კი ცხადია, პუტინი განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ "კიევის მიერ ინიცირებული ძალის გამოყენების შემდეგ უკრაინაში კრიზისი მნიშვნელოვნად გაღრმავდა".

   უკრაინაში შექმნილი ვითარება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩინელ კოლეგასთან განიხილა და განაცხადა, რომ "მოსკოვი მოითხოვს, უკრაინამ ქვეყნის აღმოსავლეთით ე.წ. უსაფრთხოების ძალების გაგზავნა შეწყვიტოს, რამდენადაც ეს საერთაშორისო ნორმებს არ შეესაბამება". 

   -"ძალის გამოყენება დაუშვებელია. სიტუაცია მხოლოდ კონსტიტუციური რეფორმებით უნდა მოგვარდეს. რუსეთი კატეგორიულად გმობს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით სამხედრო ქვედანაყოფებისა და უსაფრთხოების ძალების გაგზავნას, თუ "ცხელი თავები" კიევში გონს არ მოეგებიან და ტოტალურ ტერორს არ შეწყვეტენ მოსახლეობის მიმართ, რუსეთი იძულებული იქნება, უკრაინელი ხალხი დაიცვას და ადეკვატური ზომები მიიღოს", - განაცხადა ლავროვმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: