ქუთაისის მერიის სოციალურმა სამსახურმა შშმ პირებს სააღდგომო ნობათი გადასცა

ქუთაისის მერიის სოციალურმა სამსახურმა შშმ პირებს სააღდგომო ნობათი გადასცა

   ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ქალაქში არსებულ დღის ცენტრებს სტუმრობდა. შოთა მურღულიამ ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

    დღის ცენტრებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ ბენეფიციარებს, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსაურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ მარგელაშვილმა სააღდგომო ნობათი მიიტანა. 

   სააღდგომო ნობათები შეზღუდული შესაძლებლობის მოქონე პირებისთვის სოციალურ ღონისძიებათა პროგრამიდან დაფინანსდა.

   ,,სოციალურ სამსახურს დღის ცენტრებში შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირთათვის გათვალისწინებული ქონდა საადგომო ნობათების გადაცემა.ამ ადამინებს მერია ყურადღებას ხშირად აქცევს"-განაცხადა შოთა მურღულიამ.

დათო ცხვარაძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: