გია ბარამიძე:-"ქუცნაშვილს დღეები აერია"
საპარლამენტო უმცირესობამ საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლა მოითხოვა, საქმე ეხებოდა ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას. უმცირესობის დეპუტატები მინისტრის მისვლას პარლამენტში დღეს ელოდებოდნენ, თუმცა მან დღეს მისვლაზე უარი განაცხადა.
ამ პროცესს გამოეხმაურა პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რომლის განცხადებით წითელ პარასკევს მინისტრის პარლამენტში არ მისვლა სრულიად ნორმალურია.
-"მიმაჩნია, რომ წითელ პარასკევს ქრისტიანები საქმით ნაკლებად უნდა დავკავდეთ. აღდგომის შემდეგ აუცილებლად იქნება შეხვედრის შესაძლებლობა და არ მგონია, რომ ჩვენი მინისტრები გაურბოდნენ დეპუტატების შეკითხვებს. მით უმეტეს, ჩვენ ეს კულტურა დავნერგეთ. ასე რომ, წითელ პარასკევს რომ მინისტრი არ ჩამოვიდა, სრულებით ნორმალური მოვლენაა. აღდგომის შემდეგ ამის გაკეთება თავისუფლად შეიძლება", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილის განცხადება უპასუხოდ არ დაუტოვებია "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და უმცირესობის წარმომადგენელს გია ბარამიძეს.
-"ზაქარია ქუცნაშვილი დღეს საუბრობდა, რომ წითელი პარასკევია და წითელ პარასაკევს როგორ მოვიდოდაო... შევახსენებ, რომ დღეს ხუთშაბათია და მით უმეტეს ვიკრიბებით აქ და ვმუშაობთ. ვფიქრობ, მუშაობა უკადრისი საქმე არ არის. შეგახსენებთ რა თემასთან დაკავშირებით იყო ეს ყველაფერი, მან გვამხილა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და ფაქტრობივად მაიდანის მოწყობაში, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებაა".
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ შს მინისტრს მაინც მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.