აღდგომას ტრანსპორტირება უფასო იქნება
თბილისის მერია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებამდე მისასვლელად მოქალაქეებისთვის უფასო ტრანსპორტს გამოყოფს.
ქალაქში არსებული შვიდი სასაფლაოს მიმართულებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 20-21 აპრილს, 08:00 - 19:00 საათამდე, რვა სპეციალური მარშრუტი დაინიშნება. სულ აღნიშნულ მარშრუტებზე თბილისელებს 82 ავტობუსი უფასოდ მოემსახურება.
ავტობუსები დილის 08:00 საათიდან 19:00 საათამდე გავლენ შემდეგი მიმართულებით:
მ/ს "დიდუბიდან" (ზედა) მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებისკენ. "სადგურის მოედნიდან" და მ/ს "მარჯანიშვილიდან" კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ.
მ/ს "დელისიდან" საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით; მ/ს "მარჯანიშვილიდან" "თბილისის ზღვის" მიმართულებით; ჭიჭინაძის ქუჩა, #26 კორპუსიდან "ველი"-ს მიმართულებით. ასევე, მე-3 მასივის, შუამთის ქუჩა, მე-10 კვარტლიდან და მ/ს ვარკეთილიდან ვარკეთილის სასაფლაოსკენ.
აღდგომის ღამეს გახანგრძლივდება მეტროპოლიტენის მუშაობა და 23:00 საათიდან ღამის 04:00 საათამდე მგზავრების გადაყვანა უფასოდ განხორციელდება.
თბილისის მერია