რა შეთქმულება მზადდება პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ?!

რა შეთქმულება მზადდება პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ?!

 

 

      "ქართულ ოცნებაში"  არსებულ კრიზისზე უკვე კარგა ხანია ხმები დადის. როგორც  წესი, თითქმის ყველა პოლიტიკური ჭორი ბოლოს რეალობად იქცევა ხოლმე. გამონაკლისი არც ბოლო პერიოდში გავრცელებუილი ხმები უნდა იყოს, რომელიც პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ საბოტაჟს ეხება. 

       მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, კოალიციაში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე საუბარი კიდევ უფრო გააქტიურდა.  სიტუაცია უმართავი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აქტივებს ყიდის.  ეჭვები გაამყარა  ბანკი "ქართუს" გენერალური დირექტორის, ნოდარ ჯავახიშვილის მიერ  "ბიზნეს კურიერთან" გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ,  რომ "ქართუ ბანკი" შესაძლოა გაიყიდოს. იგივეს  ამტკიცებს ივანიშვილის მიერ დაარსებული, მკვდრადშობილი არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე",  რითაც ერთ დროს ივანიშვილმა მისი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება გაამართლა. დღეს უკვე ყველა ხვდება, რომ "მოქალაქემ" მხოლოდ, ვირის ცხვირწინ დაკიდებული მწვანე ბალახის ფუნქცია შეასრულა. 

მოკლედ, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური განწმენდის რიტუალი დასასრულს მიუახლოვდა. პოლიტიკურად შეხმატკბილებულ  საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას მხოლოდ,  ბოლო აკორდის აღება რჩება, თუმცა არსებობს ერთი მაგრამ:- ეს არის პრემიერ-მინისტრი  ღარიბაშვილი, რომელიც ახალი პოლიტიკური რეალობის ჩარჩოში ვერ  ჯდება. 

გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნებული ინფორმაციით,  სულ მალე, ოთხი მინისტრი თანამდებობას დატოვებს, რასაც კონსტიტუციის მიხედვით, მთელი მთავრობის გადადგომა მოყვება, ამ შემთხვევაში კი გადამწყვეტი ხმა უკვე პრეზიდენტს ეკუთვნის, რომელიც პრემიერ- მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილს აღარ დანიშნავს. სახელდება ღარიბაშვილის სავარაუდო შემცველიც- ირაკლი ალასანია, რომელიც ივანიშვილმა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით აქტიურ პოლიტიკას თავიდანვე ჩამოაცილა. ფაქტია, რომ ამბიციური ალასანია "საფარიდან" გამოსასვლელად შესაფერის დროს ელოდება. საზოგადოებისთვის დამალული არც ალასანია- ღარიბაშვილის დაპირისპირება ყოფილა, ამიტომ, ყველა პარამეტრით ღარიბაშვილის პოლიტიკური კარიერა უკვე დასასრულისკენაა წასული. ყველა პარამეტრით სჩანს, რომ სცენარის განვითარებას ხელს არაფერი უშლის, პოლიტიკურ ბატალიებში გამოცდილი ნაციონალური მოძრაობა რევანშისათვის სრულ მზადყოფნაშია.

 

ბაია დარსაველიძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: