საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას გაფრთხილებას აძლევს
"საქართველოს ხელისუფლება სწავლობს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ ახალ კანონს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობას, რუსეთის ფედერაციის მოქალქეობის მიღებას უადვილებს. ჩვენი იურისტები მას ძალიან გულდასმით სწავლობენ, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული სამართლებრივი კონტრზომებით უნდა ვუპასხუოთ"._ ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მიადგილე დავით ზალკალიანმა გააკეთა.
ზალკანიანის განცხადებით, ჩვენმა მოქალაქეებმა ვისაც აინტერესებს ეს საკითხი, უნდა იცოდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი ისინი რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავენ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.