საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი უქმდება
საქართველოს პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ მოზადებული კანონპროექტი შევიდა. კანონპროექტი საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმირებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, საპროცესო შეთანხმება უქმდება. საპროცესო შეთანხმების საფუძველი იქნება მხოლოდ შეთანხმება ბრალზე, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და სასჯელზე უთანხმდება პროკურორს. პროექტით გათვალისწინებულია, რომ საპროცესო შეთანხმების პირობა შეიძლება იყოს გამოძიებასთან თანამშრომლობა, ან ზიანის ანაზღაურება. კანონში შედის დამატებითი ფაქტორები, რომლის გათვალისწინებაც პროკურორს საპროცესო შეთანხმების დადებისას მოუწევს.