ირაკლი ალასანიამ არჩევნებთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებისთვის სპეციალური ინსტრუქცია დაამტკიცა

ირაკლი ალასანიამ  არჩევნებთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეებისთვის სპეციალური ინსტრუქცია დაამტკიცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ინსტრუქცია დაამტკიცა. დოკუმენტი სამინისტროს მოსამსახურეებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაზე ვრცელდება.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის მიზანია, უწყების მოსამსახურეებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი უფლება-მოვალეობები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ 2014 წლის 11 აპრილს გამოცემული რეკომენდაციები გააცნოს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: