დავით ქევხიშვილს 100 ლარიანი გირაო შეეფარდა

დავით ქევხიშვილს 100 ლარიანი გირაო შეეფარდა

   ყვარლის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს, დავით ქევხიშვილს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა, იმ 17 პირს კი, რომლებიც გამგებელთან ერთად იქნენ დაკავებულნი-გიორგი დარიაშვილს, მამუკა შაროვს, ნიკოლოზ მესაბლიშვილს, ლევან ხუციშვილს, ვალერი გოგსაძეს, ლაშა ყიზილაშვილს, მიხეილ, ვანო მალაციძეს, სერგო მამაგულაშვილს, ბერდია გეზელიშვილს, ვახტანგ პაპოვს,  შამილ კახიტაევს, მიხეილ მზექალიშვილს, შალვა რცხილაძეს, რევაზ ასათიანს, არსენ ნაცვლიშვილს, ილია ბეროშვილს 400-400 ლარის გადახდა დააკისრა.

   ქევხიშვილი დღეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ედება.

   აღნიშნული პირები მაშინ  დააკავეს, როდესაც ყვარლის გამგებლის, დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები საკრებულოს წევრ თამაზ გუგუშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და კვერცხები ესროლეს.

   ცნობისთვის, ქევხიშვილისა და 17 პირის დაკავების მიზეზებზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, დავით ქევხიშვილი და მისი მომხრეები "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დაუპირისპირდნენ და კვერცხები ესროლეს, მეორე ვერსიით კი, რომელზეც ლევან ხუციშვილი საუბრობს, ქევხიშვილის თანამდებობიდან მოხსნით შს მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილია დაინტერესებული.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: