საია-"ყვარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უწყებათაშორისი კომისიის ის რეკომენდაცია დაარღვია"
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყვარლის გამგებლის დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ.
-"როგორც ცნობილია, 2014 წლის 25 აპრილს პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დააკავა. მასთან ერთად დააკავეს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის რწმუნებული, "ქართული ოცნების" წევრები და მოქალაქეები, სულ 17 პირი. მუნიციპალიტეტის გამგებელი წვრილმანი ხულიგნობის, ხოლო მისი მხარდამჭერები როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით იქნენ დაკავებულნი. გამგებლის მხარდამჭერები რეაგირებას არ ახდენს. საიასთან საუბარში გამგეობის თანამშრომელი ნინო ხუციშვიდააკავეს მაშინ, როდესაც მათ გამგებლის დაკავება ქუჩაში გააპროტესტეს. პოლიციის განცხადებით, დაკავებულებმა საკრებულოს წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. იმავე დღეს გამგებელს სასამართლომ ჯარიმის სახით 100 ლარი, ხოლო მის მხარდამჭერებს 400 ლარი შეუფარდა. საიას თელავის ოფისის ადვოკატი სასამართლო პროცესზე დაკავებულთაგან 5 პირის, მათ შორის დავით ქევხიშვილის, ინტერესებს იცავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პოლიციის განცხადებით, გამგებელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საკრებულოს წევრს, თემურ მანგოშვილს, რის შედეგადაც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და მყუდროება. ამავე დროს, 25 აპრილს მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, საკრებულოს წევრი, თენგიზ გუგოშვილი, ფიზიკურად როგორ უსწორდება პოლიციის მიერ დაკავებულ ერთ-ერთ პირს, თუმცა პოლიცია აღნიშნულ ფაქტზე ლი აცხადებს, რომ არსებობს კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ აყენებს საკრებულოს წევრი გუგოშვილი იმავე დღეს პირადად მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელთა და სხვა პირთა თანდასწრებით, თუმცა მისივე განცხადებით, ფაქტზე პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, "წვრილმანი ხულიგნობა წარმოადგენს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს." სადავოა რამდენად სწორად მოხდა დ.ქევხიშვილის ქმედების კვალიფიკაცია. ამ მხრივ საინტერესო იქნება თუ რა განმარტებას გააკეთებს სასამართლო. აქვე გასარკვევია რამდენად თანმიმდევრულად მოქმედებდნენ პოლიციის თანამშრომლები და პირთა დაკავება ხომ არ მოხდა შერჩევით, დაპირისპირებულთაგან მხოლოდ ერთი მხარის წარმომადგენლებიდან. თუ ერთ შემთხვევაში დარღვევას წარმოადგენდა გამგებლის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რატომ არ წარმოადგენდა დარღვევას საკრებულოს წევრის მიერ ჩადენილი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები? მაშინ, როდესაც მყისიერი რეაგირება ხდება გამგებელთან დაკავშირებით, რატომ არ ხდება საერთოდ რეაგირება მასთან დაპირისპირებულ საკრებულოს წევრის ქმედებებზე, რომელიც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ადამიანებს, მათ შორის პოლიციის მიერ დაკავებულ პირს პოლიციის თვალწინ? ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი თხოვნის საფუძველზე იმყოფებოდნენ შენობაში, რათა ექსცესების გარეშე ჩატარებულიყო საკრებულოს დახურული სხდომა. გამგეობის თანამშრომელთა განმარტებით, პოლიცია დილიდანვე იმყოფებოდა შენობაში და საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად არავის უშვებდა. კითხვები ჩნდება თავად სხდომის კანონიერებასთან დაკავშირებითაც: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ხოლო საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია კანონით. საინტერესოა რატომ დაიხურა საკრებულოს სხდომა? ცხადია, გამგებლის გათავისუფლების საკითხის გახმაურება კანონით აკრძალული ან შეზღუდული არ არის. ასევე საინტერესოა, არსებობდა თუ არა სხდომის დღის წესრიგი და მოხდა თუ არა მისი კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნება? კითხვები ჩნდება სხდომის უფლებამოსილებასთან დაკავშირებითაც: უფლებამოსილი იყო თუ არა სხდომა მიეღო გადაწყვეტილებები? არსებობდა თუ არა კვორუმი სხდომაზე? კონკრეტულად როდის და რა ვითარებაში მიიღო საკრებულომ გადაწყვეტილება გამგებელთან დაკავშირებით? საიას ინფორმაციით, დავით ქევხიშვილმა მხოლოდ დაკავების შემდეგ, სასამართლო პროცესის მსვლელობისას შეიტყო, რომ ის აღარ იყო გამგებელი. მისი განცხადებით, ის არ ყოფილა მიწვეული სხდომაზე, მას არ ჰქონდა ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგისა და განსახილველი საკითხების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს 24 აპრილსაც ჰქონდა მცდელობა გამგებელი თანამდებობიდან გადაეყენებინა, თუმცა ვერ მოახერხა. გამგებლის მხარდამჭერებმა საკრებულოს წევრებზე ზეწოლაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი დაადანაშაულეს, რომელსაც, მათივე განცხადებით, ყვარელში თავისი საკადრო პოლიტიკის განხორციელება სურდა. საიასთან საუბარში დავით ქევხიშვილმა მის წინააღმდეგ კამპანია მოახლებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ეს პროცესი უკვე სამი თვე მიმდინარეობდა, თუმცა აღნიშნული ფაქტებით არავინ დაინტერესებულა. მოქმედი გამგებლის თანამდებობიდან გადარჩევით ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაარღვა უწყებათაშორისი კომისიის ის რეკომენდაცია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. რეკომენდაცია გულისმობს თავის შეკავებას ხელმძღვანელი პირების (გამგებლების, საკრებულოს თავმჯდომარეების) თანამდებობიდან გადაყენებისაგან, მათ შორის იმპიჩმენტის წესით, რათა ეს არ იქნეს საჯარო მოსამსახურეთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობად აღქმული. ამასთან ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ მიუთითებს არჩეული გამგებლისა და მერებისათვის უნდობლობის გამოცხადების იმ პროცედურის პრობლემურობაზე, რომელიც გათვალისწინებულია ახალ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში. ცვლილების თანახმად, საკრებულოს უფლება ეძლება, მოახდინოს უნდობლობის პროცესის ინიცირება ხალხის მიერ არჩეული გამგებლის/მერის მიმართ სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშეც კი. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება საფრთხეს უქმნის არჩეული თანამდებობის პირების სტაბილურობასა და დამოუკიდებლობას, აკნინებს პირდაპირი წესით არჩევის არსსა და მნიშვნელობას" – აღნიშნულია განცხადებაში.