ირაკლი ოქრუაშვილი:-"ვნახოთ ღარიბაშვილის ფალავანი როგორ მოუგებს ჩემს ფალავანს..."
სააპალაციო სასამართლომ ოქრუაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა
დღეს სააპელაციო სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას განიხილავდა. სააპალაციო სასამართლომ ოქრუაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა ცესკო-ს 22 აპრილის გადაწყვეტილება.
ოქრუაშვილი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და აცხადებს:
-"როდესაც პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა სამართალს, ყოველთვის იმარჯვებდა პოლიტიკა. დღესაც არ მქონია ილუზია, რომ სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა. პარასკევს გამოვაცხადებთ გეგმა "ბ"-ს ანუ გამოვაცხადებთ, თუ ვის დავასახელებთ კანდიდატად და ვნახოთ ღარიბაშვილის ფალავანი როგორ მოუგებს ჩემს ფალავანს".