ვინ მართავს ტელევიზიას?

ვინ მართავს ტელევიზიას?

   ტელევიზიის მართვა გადადის ახლად არჩეული საბჭოს ხელში.

    -"ჩვენ განმარტების ბარათში მკაფიოდ მივუთითებთ  მარტივ ჭეშმარიტებას.  მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იმ სამეურვეო საბჭომ, რომელიც პირველ არხს ხელმძღვანელობდა შეძლო ორჯერ მისივე არჩეული გენერალური დირექტორის  უკანონო გზებით და საშუალებებით თანამდებობიდან გადაყენება. ამ ხალხს ჩვენ ვერ ვანდობთ ტელევიზიის მართვას, რომელიც საბიუჯეტო დაწესებულებაა დაფინანსების თვალსაზრისით."-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

   პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ახალი პროექტის მიხედვით საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი საბჭო მართავს, ხოლო ძველ საბჭოს სარეკომენდაციო ორგანოს ფუნქცია ექნება.

   -"შემოთავაზებული პროექტით მართვა გადადის ახლად არჩეული საბჭოს ხელში. რაც შეეხება საბჭოს ძველ წევრებს, ისინი რჩებიან ტელევიზიის მართვის სისტემაში, მაგრამ მონიტორინგის ძალიან  მნიშვნელოვანი ფუნქციით". 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: