ირაკლი ოქრუაშვილი:-"ჩემთვის არაფერი შეცვლილა"

ირაკლი ოქრუაშვილი:-"ჩემთვის არაფერი შეცვლილა"

  "ქართული პარტიის" ხელმძღვანელმა ირაკლი ოქრუაშვილიმა გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა:

  -"ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არჩევნები ჩვენს მიერ იქნება  მოგებული. საკმაოდ ბევრი ადამიანი შემომრჩა, მიუხადავად იმისა, რომ რეპრესიული მანქანა იყო ამუშავებული უშუალოდ გორთან მიმართებაში. ბევრი შემომრჩა გუნდში, რომელიც უანგაროდ იბრძოდა. მე ვაპირებ, რომ კანდიდატად დავასახელო ჩემი უახლოესი მეგობარი კახა ერგემლიძე, რომელიც თბილისში ცნობადი არაა, მაგრამ გორში მას ბევრი იცნობს, როგორც წესიერ, განათლებულ და საკუთარი საქმის უდავოდ მცოდნე ადამიანს. განაცხადი უკვე შევიტანეთ კომისიაში. ეჭვი არ მეპარება, რომ ის გაივლის რეგისტრაციას, რადგან ის აკმაყოფილებს ყველა პირობას. არჩევნებში გავარჯვების მეორე დღესვე ის დამნიშნავს ვიცე–მერად და ამ ტანდემით  გავაგრძელებთ ყველა იმ საქმის კეთებას, რა დაპირებებსაც გავცემთ წინასაარჩევნოდ".

   ოქრუაშვილი აცხადებს, რომ  მისი პარტიიდან გორის მერობის კანდიდატი კახა ერგემლიძე იქნება, თავად კი ვიცე–მერობას აპირებს.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: