ზაქარეიშვილი დიცის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ზაქარეიშვილი დიცის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საოკუპაციო საზღვრისპირა სოფელ დიცის მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და ადგილობრივებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს პოლიტიკოსები ჩაგვითრიოს პროვოკაციაში. რადგან ის ხელისუფლებას ვერ იწვევს პროვოკაციაზე, ამიტომ ერჩის მოსახლეობას.  აქ გახსნილ ქართულ საგუშსგოებზე პოლიციელები სიმშვიდისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ მოსახლეობას მივმართავთ: იყონ ფრთხილად, რადგან მეორე მხრიდან მოსახლეობის საწინააღმდეგო ღონისძიებები აშკარად ჩანს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: