"ქვევრი მიწაში ვიცი მე..."
ქუთაისში ქვევრისთვის ძეგლის დადგმას მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
ჩოხოსანთა საზოგადოების თაოსნობითა და პატრიარქის კურთხევით ქუთაისში, პირველად საქართველოში ქვევრის ძეგლი დაიდგა. ქვევრი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში მოქანდაკე გიორგი კიკვიძის მიერ დამზადებულ პიედისტალზე დამონტაჟდა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა . "ივერიონთან" საუბარში ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს:
ნინო მაისურაძე:-"რა უბედურება ეს! ქვევრს ძეგლი დაუდგეს, რომ ვნახე სასაცილოდ არ მეყო , რა სისულელეა, ეს რა არის, ვინ მოიტანა ახლა ქვევრის ძეგლის დადგმა?! რას არ გაიგებ კაცი , ქვევრი ვიცი მე მიწაში , არა ისე იმის თავში ჩამახედა ვინ მოიფიქრა ეს საშინელება ? ვინ? სხვა მეტი რომ ვერაფერი ნახეს და ქვევრს უდგავენ ძეგლს , ეს არის გასაოცარი პირდაპირ, თან მეცინება პირდაპირ ჩოხოსნები დიდი ოვაციებით ტაშს როგორ უკრავდნენ მოკლედ, ყველაფერი ხდება ამ ცხოვრებაში ალბათ აწი "ოტკის" ქვაბსაც დაუდგამენ ძეგლს..."
დათო ცხვარაძე