„ნაციონალებო“, ნუ გაგიხარდებათ კოდუას ცემა - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, დავით კოდუას ცემის ფაქტს, საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად ნუ გამოიყენებენ.
წულუკიანის შეფასებით, კოდუას ცემის ფაქტი მოწმობს, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ადამიანებს ქუჩაში არ უწევდეთ ანგარიშსწორება.
„გასაგებია, რომ ძალადობის ავტორის მხრიდან იყო გარკვეული პრეტენზია და ქუჩაში შეხვედრამ გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ ეს არ არის ანგარიშსწორების მეთოდი“, - აცახდებს თეა წულუკიანი.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.