ხატია წერეთელი: – "ჯავახეთი იმ ბომბასავითაა, რომელსაც წუთი–წუთზე დეტონატორს აამოაძრობენ და ააფეთქებენ"

ხატია წერეთელი: – "ჯავახეთი იმ ბომბასავითაა, რომელსაც წუთი–წუთზე დეტონატორს აამოაძრობენ და ააფეთქებენ"

   რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები ანტიდისკრიმინაციულ კანონზე? "ივერიონი" ამ თემასთან დაკავშირებით ამჯერად ჟურნალისტს და მომღერალს ხატია წერეთელს  გაესაუბრა. 

   -"რა საჭირო იყო ამ კანონის  მიღება? ისედაც არავინ ჩაგრავს საქართველოში სექსუალურ უმცირესობას. რაც შეეხება ერთსქესიანთა ქორწინებას, შესაძლებელია რომ მოხდეს სამოქალაქო ქორწინება, მაგრამ არც ერთი მამაო მათ ჯვარს არ დაწერს. საკუთარ სქესთან დამყარებულ ურთიერთობას, რომელიც გარკვეული ფსიქოლოგიუერი დაავადებითაა გამოწვეული, ოჯახი ვერ დაერქმევა და შესაბამისად ასეთ ოჯახში, სადაც ორი ფსიქიკადარღვეული ადამიანი ცხოვრობს ,ბავშვი არ უნდა ანდოთ.

ვფიქრობ ეს ერთგვარი ყურადღების გადასატანი თემაა, რომ თუნდაც დროებით არ მოვთხოვოთ მთავრობას აღებული ვალდებულებების შესრულება. აი თუნდაც ამ  კანონის მიღებით ერთი თვე ფაქტიურად ყველას დაავიწყდა, რომ ლარის კურსი ეცემა, იმატებს კრიმინალი და რომ ჯავახეთი იმ ბომბასავითაა, რომელსაც წუთი–წუთზე დეტონატორს აამოაძრობენ და ააფეთქებენ.  ვფიქრობ დღეს გაცილებით უფრო საჭირბოროტო საქმეებია მოსაგვარებელი.  ჩვენ ჯერჯერობით ასეთ უმნიშვნელო კანონებზე დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს.

   -რას უნდა ველოდეთ 17 მაისს? როგორც ვრცელდება ინფორმაცი, 17 მაისს დაგეგმილია 30 000 კაციანი აქცია ლოცვით, როგორ ავიცილოთ დაპირისპირება?

   -ვფიქრობ ეს მშვიდობიანი აქცია იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ "ლგბტ"–ეები არანაირი კონფლიქტის წამოწყებას არ გეგმავენ, იმედია ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. 

აკაკი წოწონავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: