როგორ დაეცა გაგრა

როგორ დაეცა გაგრა

 

აფხაზეთი მუდამ მემახსოვრება

გაგრძელება 

მაიზერ გელოვანი

 შემდეგ ვიბრძოლე სოხუმში. მოხდა ბატალიონის შევსება და ჩამოვედით, გუმისთაზე ვიყავით, ლაბრაში მოგვიწია შეტაკებები. იქიდან დაგვაბრუნეს თბილისში და ისევ სამაჩაბლოში გაგვიშვეს. თქვენ მკითხეთ ბაგრამიანის ბატალიონზე, სოხუმის დაცემის დღეს ჩვენ უკვე სამაჩაბლოში ვიდექით. გაგრის დაცემამ გამოიწვია აფხაზეთის დაკარგვა. გაგრიდან რომ წამოვედით ვერ გავიგეთ ჩვენი ბატალიონის ბიჭები ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები. ვერ გავიგეთ სად წავიდა კომენდატურაში მყოფები. ერთი კვირის შემდეგ გავიგეთ რომ ფიცხელიანი სოხუმში ტყე-ტყე ჩამოვიდა, ხოლო ჩვენი ბიჭები გუდაუთში ტყვეობაში იყვნენ. ჩვენი ბატალიონის ნაწილი დაიხოცა, 47 დღე იყვნენ ცოცხლად გადარჩენილები ტყვეობაში. ჩემი დანაყოფიდან დაიღუპა მამუკა თუშიშვილი, სნაიპერი, ტყვედ აიყვანეს, კონცლაგერიდან გაიყვანეს და უკან არ დაბრუნებულდა.

   ძალიან მალე გავრცელდა ეს ხმა, ამბობენ რომ ნახეს ეს ფაქტი, მე პირადად არ მინახავს. ვერ გეტყვით ტყუილი იყო, იმიტომ რომ ასეთ ტყუილს როგორ გაავრცელებდნენ. ძალიან სასტიკად იქცეოდნენ ჩრდილო კავკასიელები. როგორც ამბობდნენ ზოგს ხელს აჭრიდნენ, ზოგს ენა ჰალსტუხივით დაკიეს, ამის შემსწრეები იყვნენ და ყვებოდნენ. 

    ჩვენამდე ტყვია-წამალი  არ მოსულა, უბრალოდ ჩვენ გავიგეთ რომ ლურსმნები და კონსერვები გადმოგვიტვირთავს, იარაღის ნაცვლად. ესეც არ ვიცი ზუსტად ასე იყო? ჩვენ არ გაგვიხსნია ყუთები გადმოვტვირთეთ მანქანაზე დავტვირთეთ და მორჩა. ომის პერიოდში შეიარაღება ძალიან მწირი იყო, ხომ გეუბნებით ერთმა ტანკმა მოიგო ომი! იყო მომენტი ასეთი ერთი ოფიცერი ანდრო გაჩეჩილაძე დაგვეჭრა, გამოვიძახეთ რაციით შტაბიდან და არავინ მოვიდა, თავად წამოვიდესო. გაგიგიათ ასეთი? 

   ასე გამოდის, საზარბაზნე ხორცი გამოვედით. ერთმა ჩინოსანმა თქვა მაშინ, არ მინდა ახლა დავასახელო, მკვდარია და... მოკლედ, ასე თქვა ზვიადისტები არიან და ერთი მაგათი დედაც დაიხოცნონო... ჩასახოცად დაგვტოვეს. თუ არ უთქვამს იმას ესეთი რამ, ჩვენამდე როგორ მოვიდოდა? 

    იქ არ იყო სხვაობა შენაერთებს შორის, ყველანი კარგად იბრძოდნენ.განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბადრი ფირცხელიანის დანაყოფი, რომელის ბოლომდე იბრძოდა თავდადებით და მერე ტყით ერთი კვირის მერე გაგრის დაცემიდან ძლივს ჩამოაღწია სოხუმამდე.მისი მაშინდელი საქციელი სამაგალითოა და ყველამ უნდა იცოდეს. ვერ ვიტყვი რომ არ იბრძოდნენ და ომის დროს ქიშპობა იყო, ამას ვერ ვიტყვი, რაც არ იყო და არ მინახავს როგორ ვთქვა?! მებრძოლი მებრძოლია... ყველას უკვირდა ჩეჩნები რომ გვებრძოდნენ, დუდაევს ვინც არ ემორჩილებოდა აფხაზეთში იბრძოდა ყველა. არ ვიცი გახსოვთ თუ არა მაგრამ პირადად დუდაევის მკაცრი ბრძანება გამოვიდა და გაიყვანა ისინი აფხაზეთიდან! ახლანდელი გადმოსახედიდან ვატყობ რომ ეს ომი ერთადერთი მიზნით დაიწყო შევარდნაძემ, როგორმე გაემყარებინა დასავლეთ საქართველოში თავისი მდგომარეობა. სამეგრელოდან სოხუმში გადაინაცვლა ეროვნულმა ძალებმა და შევარდნაძის დღის წესრიგში აფხაზეთში შესვლა დადგა... ჩემი გადმოსახედიდან ასეა... და ეს ყველაფერი რუსეთტან შეთანხმებით მოხდა!

გაგრძელება იქნება

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: