ეკა ბესელია:-"ასეთ ცნებას იცნობს ევროპული კონვენცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტია"
პარლამენტის უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონში ბევრი ცვლილება შევიდა, სადავო მუხლები ამოღებული იქნა და დაემატა პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის განმარტება. ბესელია დაინტერესებულ პირებს მის წაკითხვას ურჩევს.
-"კანონში ბოლო დღეებში ბევრი ცვლილება შევიდა, სადავო მუხლები ამოღებულია, ასევე დაემატა პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაციის განმარტება, საზოგადოებრივი ზნეობისა და წესრიგის ფორმულირება, რომელიც ძალიან ბევრ ბუნდოვანებას და გაუგებრობას ხსნის. არავისთვის არის სადავო, რომ საზოგადოებრივი ზნეობა არ უნდა იყოს ის განმსაზღვრელი მნიშვნელობის შესწორება, რომელიც ვინმეს ხელს და ნერვებს უნდა უშლიდეს. ასეთ ცნებას იცნობს ევროპული კონვენცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტია"–განაცხადა ბესელიამ.