ჯონდი ბაღათურია საიდუმლოს ამხელს
"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით, დადგა საიდუმლოს გამხელის დრო და ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს აქვთ ერთმანეთის საკონტაქტო ნომრები, ერთმანეთს ურეკავენ და საუბრობენ.
-"ყველამ იცის, რომ "ქართულ დასს" და "თავისუფალ საქართველოს" გვქონდა გამოცხადებული კოალიცია. მოულოდნელად "თავისუფალმა საქართველომ" გამოაცხადა კოალიცია "ახალ მემარჯვენეებთან". ეს ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენთვის. ჩვენ ყველანი ერთად:"ქართული დასი", "თავისუფალი საქართველო", "ბურჯანაძე დემოკრატები" ვაწარმოებდით დიალოგს. ამ დიალოგში თავდაპირველად იყო ჩართული სალომე ზურაბიშვილის პარტია, მაგრამ შეთანხმება არ მოხდა და გავიდა. ამ მოლაპარაკების დროს განვიხილავდით დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას მერის პოსტზე. თანხმობა თითქმის მიღწეული იყო და მოულოდნელად ერთ-ერთი პარტია გეგვემიჯნა".
ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ საკითხზე, რომელიც "თავისუფალ საქართველოს" შეეხება მეტ კომენტარს არ გააკეთებს, რადგან როგორც თავად ამბობს-"ყოფილ პარტნიორებზე ან კარგს ვამბობ, ან არაფერს"-ო. მისი თქმით მიუხედავად უნდობლობისა, კოალიციის კარი მაინც ღიაა და განიხილავან ნებისმიერ ახალ ინიციატივას.
-"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კოლეგების ბევრმა საქციელმა უნდობლობა გამოიწვია, როცა პირში ერთს გეუბნება, ზურგს უკან მეორეს ამბობს და ეკრანზე კიდევ მესამეს ან მეოთხეს ლაპარაკობს, ეს იწვევს უნდობლობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, რომ კოალიციის კარი დავტოვოთ ღია, შევეცდებით უნდობლობა გადავლახოთ, თუმცა ტელევიზიით ნათქვამის "ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს". თუ ვინმეს უნდა ერთიანობა, მობრძანდეს, ჩვენი კარი ღიაა, განვიხილავთ ნებისმიერ ახალ ინიციატივას".