ნინო სუთიძე ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში იწვევს
დავით კოდუას ცემის ფაქტზე დაკავებული ნოშრევან ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანის მისამართით განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ.
-"ნანუკა, ამას არ დავწერდი სირცხვილის გრძნობა რომ გაგაჩნდეს!!! ახლა მინდა შეგახსენო შენი მეუღლის ბინძური საქმეები, რომლის საქმის კურსში შენც იყავი.
1 - ცემა გაგიკვირდა, რაც შენმა ქმარმა ვალერი გელაშვილს უქნა?! 2 - ცნობილი გეროინის გამსაღებლის და კოკაინის მოყვარულის მეუღლეს ნარკოტიკი გაგიკვირდა?!!! 3 - მუხროვანის ამბოხების ავტორის ცოლს თავდასხმა გაგიკვირდა?!!! გვამებს რომ უკვეთავდნენ? და ბოლოს... ერთი კითხვა მაქვს: შენი უდანაშაულო ქმარი (როგორც შენ ამბობ) რატომ გაიქცა 1 ოქტომრბერს? და არ ბრუნდება თავის სიმართლის დასამტკიცებლად?"
ნინო სუთიძე ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს ნოშრევან ნამორაძის საქმესთან დაკავშირებით ტელედებატებში იწვევს.
გიორგი საკარული