გიგლა ბარამიძე: "ჩვენ მრავლად ვიხილეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები"
2014 წლის 5 მაისს "დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე IშFED-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, სადაც განხილული იყო მემორანდუმი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გიგლა ბარამიძემ აღნიშნა, "დემოკრატიული მოძრაობა" ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებს და მიესალმება აღნიშნული მემორანდუმის მიღებას:
"კარგი იქნებოდა მსგავსი ტიპის მემორანდუმი ადრეც ყოფილიყო მიღებული. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩვენ მრავლად ვიხილეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, როგორც "ქართული ოცნების" ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, რამაც გარკვეულწილად ასახვა ჰპოვა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.
იმედს გამოვთქვამთ, რომ მემორანდუმის მიღების შემდეგ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ მემორანდუმს!"